saqarTvelos myinvarebi - tviberis myinvari

ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
ქედი სვანეთის კავკასიონი
კოორდინატები 43°07`21` ჩ. გ. 42°51`26` ა. გ.
სიგრძე 9.5 კმ
ფართობი 24.7 კმ²
ტიპი პულსაციური

 

მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობვს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე მულხურას აუზში (ენგურის მარჯვენა შენაკადი). სიგრძე 9.5 კმ, ფართობი 24,7 კმ². მყინვარის ენის სიმაღლე ზღვია დონიდან 2150 მ. ტვიბერი ხეობის ტიპის პოლისინთეზური მყინვარია. აქვს მრავალი შენაკადი: ლასხედარი, ირითი, ასმაში, თოთი, სერი და სხვ. მთავარ ტოტს სათავეში ეწოდება ლიჭადი, შუაში - ძინალი, ქვემოთ - ტვიბერი. ზედაპირის უმეტესი ნაწილი დაფარულია მორენული მასალით. საზრდოობს მწვერვალების კულაკთაუს, ბაშილის, თოთის, სვეტღარის, ასმაშისა და ბანგურიანის კალთებიდან ჩამონადენი მყინვარული ნაკადებით და თოვლის ზვავებით. მყინვარიდან გამოდის მდინარე ტვიბერი (მულხრის მარჯვენა შენაკადი).

მყინვარი ასიოდე წლის წინ რამდენიმე მყინვარული ნაკადისგან შედგებოდა და უდიდესი იყო კავკასიაში. მყინვარის ენა ინტენსიურად იხევს უკან, რასაც ხეობის რთული ტიპის მყინვარის დაშლა მოჰყვა.